USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
დონალდ ტრამპი - ზელენსკისთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ის უფრო მშვიდი გახდა და სურს შეთანხმების გაფორმება
Date:  1225
დონალდ ტრამპის თქმით, ვატიკანში პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრის დროს უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას მეტი იარაღი სჭირდება თავდასაცავად- „ის უკვე სამი წელია ამბობს, რომ მეტი იარაღი სჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. მინდა დავაკვირდე, რას გააკეთებს რუსეთი”,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
 
ტრამპმა ასევე გაიხსენა ზელენსკისთან კამათი ოვალური კაბინეტში და აღნიშნა, რომ მათ შორის არსებული უთანხმოება ბუნებრივი იყო უკრაინაში რთული ვითარების გათვალისწინებით.
 
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით. პუტინმა უნდა შეწყვიტოს რაკეტების სროლა და გააფორმოს შეთანხმება.
ზელენსკისთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ის უფრო მშვიდი გახდა და სურს შეთანხმების გაფორმება“ - დონალდ ტრამპი.
 
ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე- ენდობა თუ არა პუტინს, უპასუხა, რომ ამაზე პასუხი 2 კვირაში ექნება.
 
ტრამპმა კითხვაზე, დათმობს თუ არა უკრაინა ყირიმს, უპასუხა, რომ "დიახ, შესაძლებელია".
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way