USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
დონალდ ტრამპი - ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი
თარიღი:  

ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, როდესაც „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

”ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის”, - დასძინა ტრამპმა მილუოკიში, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსნა პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მასზე განხორციელებული თავდასხმა და ხაზი გაუსვა, რომ ღმერთი მის მხარესაა.

„ყველგან სისხლი იღვრებოდა და მაინც, გარკვეულწილად, თავს ძალიან დაცულად ვგრძნობდი, რადგან ჩემს მხარეს იყო ღმერთი. ბოლო მომენტში თავი რომ არ მიმებრუნებინა, მკვლელის ტყვია მიზანს მოხვდებოდა და ახლა თქვენთან არ ვიქნებოდი, მაგრამ ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღვთის მადლით“- აღნიშნა ტრამპმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის