USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დონალდ ტრამპი - უნდა გადაიხედოს ყველა სამსახური და გაიწმინდოს Deep State-ის წარმომადგენლებისგან, რათა ამერიკა პირველ ადგილზე იქნას დაყენებული
дата:  363

მთელი გლობალისტური ნეოკონური მმართველი წრე, გამუდმებით გვითრევს დაუსრულებელ ომებში, თითქოს იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საზღვარგარეთ, ხოლო ისინი გვაქცევენ მესამე სამყაროს ქვეყნად და მესამე სამყაროს დიქტატურად სწორედ აქ, სახლში, განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი განცხადებით, უნდა გადაიხედოს ყველა სამსახური და გაიწმინდოს Deep State-ის წარმომადგენლებისგან, რათა ამერიკა პირველ ადგილზე იქნას დაყენებული.

„სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის ბიუროკრატია, სადაზვერვო სამსახურები და ყველა დანარჩენი, სრულად უნდა გადაიხედოს და მოხდეს რეკონსტრუქცია, რათა ყველა Deep State-ის წარმომადგენელი გათავისუფლებული იქნას და ამერიკა პირველ ადგილზე დავაყენოთ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ!“ - აღნიშნა ტრამპმა.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати