მთელი გლობალისტური ნეოკონური მმართველი წრე, გამუდმებით გვითრევს დაუსრულებელ ომებში, თითქოს იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საზღვარგარეთ, ხოლო ისინი გვაქცევენ მესამე სამყაროს ქვეყნად და მესამე სამყაროს დიქტატურად სწორედ აქ, სახლში, განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისი განცხადებით, უნდა გადაიხედოს ყველა სამსახური და გაიწმინდოს Deep State-ის წარმომადგენლებისგან, რათა ამერიკა პირველ ადგილზე იქნას დაყენებული.
„სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის ბიუროკრატია, სადაზვერვო სამსახურები და ყველა დანარჩენი, სრულად უნდა გადაიხედოს და მოხდეს რეკონსტრუქცია, რათა ყველა Deep State-ის წარმომადგენელი გათავისუფლებული იქნას და ამერიკა პირველ ადგილზე დავაყენოთ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ!“ - აღნიშნა ტრამპმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.