USD 2.6968
EUR 3.1237
RUB 3.3173
Tbilisi
დონალდ ტრამპი - თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, მის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომს“ დავიწყებ
Date:  276

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადენით, მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს, თუ მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.

„მინდა ეს ომი დასრულდეს. ძალიან, ძალიან სერიოზულია ის, რაც მხედველობაში მაქვს, თუ ამის გაკეთება მომიწევს, მაგრამ მინდა, რომ ეს დასრულდეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, დაემუქრება თუ არა რუსეთს შედეგები.

„ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სანქციები. მე ეკონომიკურზე ვსაუბრობ, რადგან მსოფლიო ომში არ ჩავერთვებით. ეს არ იქნება მსოფლიო ომი, არამედ ეს იქნება ეკონომიკური ომი. ეკონომიკური ომი ცუდი იქნება და ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის და მე ეს არ მინდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, გააცნო თუ არა მოსკოვმა მას მოსაზრება ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, რამდენიმე დღის წინ ნათქვამი სიტყვები, რომ მოსკოვი ზელენსკის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ლეგიტიმურ ხელმომწერად არ მიიჩნევს.

„არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ. ეს ყველაფერი სისულელეა. ისინი ყველა პოზირებენ. ეს ყველაფერი სისულელეა, ყველა პოზირებს“, - უპასუხა ტრამპმა.

tbilisi
ტაბახმელაში, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ტაბახმელაში, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო. მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი და შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა. ასევე, მოეწყო სხვადასხვა სახის ტრენაჟორი.
დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და გამგეობის ბიუჯეტიდან 183 000 ლარი გამოიყო.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way