USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
დონალდ ტრამპი - "თითოეულ ამერიკელს 1000-1000 დოლარი დაურიგდება"
თარიღი:  1397

კორონავირუსისგან დაზარალებული ბიზნესისა და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1 ტრილიონი $–ის სტიმულირების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის,– იუწყება "როიტერი".

როგორც აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განმარტა, ფინანსური პაკეტი ორი კვირის განმავლობაში ამერიკელებისთვის ათასი დოლარის ოდენობის ან მეტი თანხის პირდაპირ გადახდას ითვალისწინებს. მედიასაშუალების ცნობით, 250 მილიარდი დოლარის ოდენობის ჩეკებს გაცემა აპრილის ბოლომდე იგეგმება, საგანგებო სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში კი მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში აღნიშნული თანხა 500 მილიარდამდე გაიზარდება.

„ამერიკელებს სჭირდებათ ნაღდი ფული ახლა და პრეზიდენტს სურს, მისცეს ნაღდი ფული ახლა. ვგულისხმობ მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

ეს არის დიდი რიცხვი. ეს არის ძალიან მასშტაბური სიტუაცია ეკონომიკაში და ჩვენი ინიციატივაა ეკონომიკაში ერთი ტრილიონი დოლარის ჩადება“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, როგორც CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის სახაზინო მდივანმა "რესპუბლიკელი" სენატორები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად აშშ-ში უმუშევრობის დონე შესაძლოა, 20%-მდე გაიზარდოს და მათ სტიმულირების პაკეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 85 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის