USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
დონალდ ტრამპი - "სიეტლი შიდა ტერორისტებმა დაიკავეს...დაიბრუნეთ ქალაქები, თუ თქვენ არ იმოქმედებთ ამას მე გავაკეთებ"
Date:  676

ამერიკის ქალაქ სიეტლში დესტაბილიზაციაა, სადაც შიდა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის პიკს აღწევს. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც საკუთარ სოციალურ ქსელში. 

„შიდა ტერორისტებმა დაიკავეს სიეტლი, რომელსაც რა თქმა უნდა, რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართავენ. ყველამ უნდა დაიცვათ კანონი და წესრიგი“- აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა აგრეთვე გაკიცხა ამერიკის ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები და განაცხადა, რომ მოროდიორები ვაშინგტონის შტატის გუბერნატორს, ჯეი ინსლისა და სიეტლის მერს, ჯეი დერკანს დასცინიან და აბუჩაგ იგდებენ -„დაიბრუნეთ ქალაქები, ეს საზარელი ანარქისტები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ. თუ თქვენ არ მიიღებთ ზომებს, ამას მე გავაკეთებ, ეს თამაში არ არის, იმოქმედეთ სწრაფად “ - განაცხადა ტრამპმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way