USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
დონალდ ტრამპი - საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს
Date:  642

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს.

„ვფიქრობ, არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს შემადგენლობაში ცხრა მოსამართლე იყოს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნისთვის ბევრი დრო აქვს.

„ვფიქრობ, რომ ეს თაღლითობა, რომელსაც „დემოკრატები“ ახორციელებენ, უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს და თუ მოსამართლეების პოზიცია თანაბრად გაიყოფა, ოთხი-ოთხზე, ეს კარგი არ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ცხრა მოსამართლე იყოს“, - აღნიშნა მან.

18 სექტემბერს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ გინზბურგი 87 წლისა გარდაიცვალა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სენატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ახალ კანდიდატურას წარუდგენს. „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან დონალდ ტრამპის ამ ნაბიჯს და აცხადებენ, რომ მოსამართლის დანიშვნა საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ უნდა მოხდეს.

წყარო:https://edition.cnn.com/

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way