USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
დონალდ ტრამპი - სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა: კარგი გული, კარგი სული - მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე
Date:  739

სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, კარგად ჩაიარა. ყველა ტესტი იყო, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული შემოწმების ანგარიში კვირას გამოქვეყნდება.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კოგნიტური ტესტიც ჩააბარა და ყველა შეკითხვას სწორად უპასუხა.

„ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. კარგი გული, კარგი სული და მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე. ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way