აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეარხი Fox News „CNN-ზე უარესი გახდა“.
„უქმეებზე დღისით Fox News-ის ყურება შეუძლებელი გახდა. ეს ფეიკ-ნიუსის ტელეარხ CNN-ზე უარესია. ძალიან გირჩევთ OANN-ზე გადართოთ. ისინი მართლაც სამართლიანად და დაბალანსებულად მუშაობენ“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რამ გამოიწვია მისი უკმაყოფილება, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან სატელეფონო ინტერვიუ სწორედ Fox News-ს მისცა. ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პრეზიდენტი ყველაზე ხშირად თანამშრომლობს, რადგან CNN-ისგან Fox-ი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობას ძირითადად დადებითად აშუქებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.