USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
დონალდ ტრამპი - FoxNews-ის ყურება შეუძლებელი გახდა, უარესია, ვიდრე ყალბი ამბების არხი CNN-ი
თარიღი:  1081

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეარხი Fox News „CNN-ზე უარესი გახდა“.

„უქმეებზე დღისით Fox News-ის ყურება შეუძლებელი გახდა. ეს ფეიკ-ნიუსის ტელეარხ CNN-ზე უარესია. ძალიან გირჩევთ OANN-ზე გადართოთ. ისინი მართლაც სამართლიანად და დაბალანსებულად მუშაობენ“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რამ გამოიწვია მისი უკმაყოფილება, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან სატელეფონო ინტერვიუ სწორედ Fox News-ს მისცა. ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პრეზიდენტი ყველაზე ხშირად თანამშრომლობს, რადგან CNN-ისგან Fox-ი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობას ძირითადად დადებითად აშუქებს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის