აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს Tomahawk-ის რაკეტები აქვს, მაგრამ თავად სჭირდება.
„Tomahawk-ები. ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. შეერთებული შტატების მარაგებს ვერ ამოვწურავთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტის შეკითხვაზე, სატელეფონო საუბრის დროს შეეცადა თუ არა პუტინი, გადაერწმუნებინა ის უკრაინას Tomahawk-ები მიჰყიდოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა :
„როგორ ფიქრობთ, რას იტყვის ის, „გთხოვთ, Tomahawk-ები მიჰყიდოთ?“ იტყვის, „გთხოვთ, მიჰყიდეთ, ძალიან ვაფასებ ამას“. მე მას ნამდვილად ვუთხარი: „წინააღმდეგი ხომ არ ხართ თქვენს მოწინააღმდეგეს რამდენიმე ათასი Tomahawk-ი რომ გადავცე?“. ეს ვუთხარი. მას ეს იდეა არ მოეწონა. Tomahawk-ი საშინელი იარაღია. საშინელი, თავდასხმის, გამანადგურებელია იარაღია. არავის უნდა, Tomahawk-ები ესროლონ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხვალ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მიაწვდის ინფორმაციას პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განხილული საკითხების შესახებ.
„ისინი ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის მათი პირისპირ შეხვედრა შესაძლოა რთული იყოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან „ცალ-ცალკე, მაგრამ თანასწორ“ შეხვედრებს გამართავს.