აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი რეალურ დროში უსმენდა აშშ-ის იმ სამხედროების მოლაპარაკებებს, რომლებმაც ირანის “ქუდსის” სპეცდანიშნულების მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია. ამის შესახებ იტყობინება CNN.
ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის სპონსორებთან პირადი შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის რეგულარულად ეცნობოდად ინფორმაციას სულეიმანის გადაადგილების შესახებ.
აშშ-ს პრეზიდენტი დისტანციურად აკვირდებოდა თუ როგორ ჩავიდა ირანელი გენერალი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში, 3 იანვრის ღამით და შეხვდება შიიტური მილიციის უფროსის მოადგილეს ალ-ჰასდ ალ-შაჰის.
ტრმპი რეალურ რეჟიმში უსმენდა აშშ-ს სამხედროების რადიო მოლაპარაკებებს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გაჟღერდა, რომ სულეიმანს ჯავშანჟილეტი ეცვა და მის ლიკვიდაციამდე დაახლოებით ერთი წუთი რჩებოდა.
”ოცდაათი წამი. ათი, ცხრა, რვა ... და უცებ, ბუმი! ”- ასე აღწერა ტრამპმა სულეიმანის ლიკვიდაციის ბოლო წამები.