USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
დონალდ ტრამპი - "ოცდაათი წამი. ათი, ცხრა, რვა ... და უცებ, ბუმი! ”
თარიღი:  1488

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი რეალურ დროში უსმენდა აშშ-ის იმ სამხედროების მოლაპარაკებებს, რომლებმაც  ირანის “ქუდსის” სპეცდანიშნულების მეთაურის, კასემ სულეიმანის  ლიკვიდაციის ოპერაცია. ამის შესახებ იტყობინება CNN.

ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის სპონსორებთან პირადი შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის რეგულარულად ეცნობოდად ინფორმაციას  სულეიმანის გადაადგილების შესახებ.

აშშ-ს პრეზიდენტი დისტანციურად აკვირდებოდა თუ როგორ ჩავიდა ირანელი გენერალი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში, 3 იანვრის ღამით და შეხვდება შიიტური მილიციის უფროსის მოადგილეს ალ-ჰასდ ალ-შაჰის.

ტრმპი რეალურ რეჟიმში უსმენდა აშშ-ს სამხედროების  რადიო მოლაპარაკებებს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გაჟღერდა, რომ სულეიმანს ჯავშანჟილეტი ეცვა და მის ლიკვიდაციამდე დაახლოებით ერთი წუთი რჩებოდა.

”ოცდაათი წამი. ათი, ცხრა, რვა ... და უცებ, ბუმი! ”- ასე აღწერა ტრამპმა სულეიმანის ლიკვიდაციის ბოლო წამები.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის