USD 2.6974
EUR 3.1398
RUB 3.3468
Tbilisi
დონალდ ტრამპი - ნავთობის ფასი ახლა ისეთია, რაზეც შემეძლო მეოცნება, რადგან ბენზინზე ფასი სერიოზულად დაიწევს
Date:  2022

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობზე ფასები ახლა ისეთია, რომლის შესახებაც მას მხოლოდ ოცნება შეეძლო.

ვაშინგტონში, ჟურნალისტები დაინტერესდნენ დონალდ ტრამპის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან მუჰამედ ბენ სალმანისთან სატელეფონო საუბრით.

„ვკითხე, თუ რა ხდება. მათ რუსეთთან უთანხმოება აქვთ. ეს ის არის, რამაც დაწია ნავთობზე ფასი. რაც შემიძლია ვთქვა, ნავთობის ფასი ახლა ისეთია, რაზეც მე შემეძლო მეოცნება, რადგან ბენზინზე ფასი სერიოზულად დაიწევს“ , - განაცხადა ტრამპმა.

არსებული მონაცემებით, „ბრენთის“ მარკის ნავთობის ფასმა 8.4 %-ით დაიკლო და ბარელზე 32.78 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება, WTI მარკის ნავთობს, მისმა ფასმა 6.16 %-ით დაიწია და ბარელზე 30. 95 დოლარი შეადგინა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way