USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
დონალდ ტრამპი - ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა
თარიღი:  727

ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ნანახი მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ასეთი მტკიცებულება ნანახი ჰქონდა.

„დიახ, ნანახი მაქვს,“- განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა: „არ შემიძლია გითხრათ, უფლება არ მაქვს ეს გითხრათ.“

ცნობისათვის, „სიენენმა“ ანონომურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიასთა დაკავშირებით ჩინეთის დასჯას აპირებს. ტელეკომპანიის ცნობით, აშშ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას აპირებს, მათ შორის სანქციებს, სასესხო ვალდებულების გაუქმებასა და ახალი სავაჭრო პოლიტიკის შედგენას.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის