USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
დონალდ ტრამპი - მზად ვარ არჩევნები წავაგო. მაგრამ მე ყოველთვის ფეხზე ვიდგები ჩვენი დროშისა და ქვეყნისთვის
თარიღი:  1200

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამარცხვინოდ მიიჩნევს NBA-ში ბოლო დროს გავრცელებულ აქციას, რომელიც მატჩის წინ აჟღერებული ეროვნული ჰიმნის დროს, ჩამუხვლით სრულდება.
„მიმაჩნია რომ ეს სამარცხვინოა. პირადად მეც და უამრავი ადამიანი, ვმუშაობთ იმისთვის, რათა მათ გამოხატონ პოზიცია, შემდეგ კი ვხედავ, როგორ იყრიან მუხლს ჰიმნის დროს. ჩემთვის ეს მიუღებელია. არავის გაუკეთებია ფერადკანიანი საზოგადოებისთვის ჩემზე მეტი. გამონაკლისი მხოლოდ აბრაამ ლინკოლნია.
და როდესაც ვხედავ, ადამიანები მუხლს იყრიან, უპატივცემულობას იჩენენ ჩვენი დროშისა და ჰიმნის მიმართ, თამაშს ვთიშავ. კალათბურთის რეიტინგი, როგორც ცნობილია, ძალიან ეცემა. იგივე ვითარებაა ბეისბოლში. ფეხზე უნდა ვიდგეთ ჩვენი დროშის, ჰიმნისა და ქვეყნისთვის. ბევრი მეთანხმება და თუ მართალი არ ვარ, მზად ვარ არჩევნები წავაგო. მაგრამ მე ყოველთვის ფეხზე ვიდგები ჩვენი დროშისა და ქვეყნისთვის", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის