USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
დონალდ ტრამპი - მოვითხოვ ჯო ბაიდენმა დოპინგ-ტესტი გაიაროს
Date:  701

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა დოპინგ-ტესტი გაიაროს. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს.

„ბოლო დროს ბაიდენი მხარდამჭერებთან შეხვედრებზე ნორმალურად გამოიყურება და კარგად გამოდის სიტყვით, რაც მას ზოგადად არ ახასიათებს. ადრე ჯო ბაიდენი დებატებსა და მსგავს ღონისძიებებზე საშინლად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, ის სტიმულატორებს იღებს. კარგი იქნება, თუ წინასაარჩევნო დებატების წინ ჩვენ ორივე დოპინგ-ტესტს გავივლით“, - განაცხადა ტრამპმა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

წყარო:https://www.independent.co.uk/

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way