აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდებოდა მისი ორი საპრეზიდენტო ვადა. მან გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჯერად ის „ქვეყანასა და მსოფლიოს“ მართავს.
„პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ორი რამ მქონდა გასაკეთებელი - ქვეყნის მართვა და გადარჩენა. ირგვლივ ყველა ეს თაღლითი მყავდა. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კი ქვეყანასაც ვმართავ და მსოფლიოსაც“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე.
„ეს არ არის ის, რისკენაც მივისწრაფვი. და ვფიქრობ, ეს ძალიან რთული საქმე იქნება“, - აღნიშნა მან.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.