USD 2.7062
EUR 3.1173
RUB 3.4250
თბილისი
დონალდ ტრამპი - კორუმპირებული და არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის
თარიღი:  1389

შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე, ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. შესაბამის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია პლატფორმა Truth Social-ზე აქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, წინ საინტერესო დროა.

“შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე. სპორტში კარგი გუნდის მაგვარია, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა აქვს, მაგრამ შეტევის თამაშის უფლება არ გააჩნია, მოგების შანსი არ არის! უკრაინასთან და რუსეთთანაც მსგავსი რაღაცაა. კორუმპირებული და ძალიან არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ იმუშავა ამან? ამისდა მიუხედავად, ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი - ნული შანსი. საინტერესო დროა წინ!!!”, - წერს ტრამპი.

მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ და ევროპელმა ლიდერებმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს

დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.

დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.

შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ბრიუსელი მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონთან „კონსტრუქციული და პატიოსანი თანამშრომლობისთვის“. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი, აშშ-სთან კონსულტაციებს მომავალ კვირას შვეიცარიაში იწყებს.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის