„მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა. არ დაუშვეს დამკვირვებლები კენჭისყრისას და ხმების დათვლის დროს. ხმები ითვლებოდა მემარცხენე რადიკალების კუთვნილი ცუდი რეპუტაციისა და აჭურვილობის მქონე კომპანია Dominion-ის მიერ, ასევე „ფეიკ“ მედიის “ , - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და ხმების საბოლოო დათვლამდე შედეგებს არ აღიარებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.