USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
დონალდ ტრამპი - ის, რაც ვლადიმერ პუტინისგან გვსურს, არის, რომ შეწყვიტოს უკრაინელების და რუსების მკვლელობა
თარიღი:  1756

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებს შეტევაზე გადასვლა სურს.

„მათ შეტევა სურთ. მე ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტირებისას.

ამასთან, მან რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტი ცუდია მოსკოვის, როგორც დიდი ძალის, იმიჯისთვის.

„ის, რაც პრეზიდენტ პუტინისგან გვსურს, არის ამის შეჩერება: შეწყვიტოს უკრაინელების მკვლელობა და რუსების მკვლელობა, რადგან ის ბევრ რუსს კლავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ეს არის ომი, რომელიც მას ერთ კვირაში უნდა მოეგო, თუმცა უკვე ომის მეოთხე წელი იწყება. „ეს ამ დიდ, ე.წ. ომის მანქანას კარგად არ წარმოაჩენს“, - დასძინა ტრამპმა.

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის