USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Тбилиси
დონალდ ტრამპი - ირანს მოლაპარაკება სურს, ძალიან გვიანია საუბრისთვის - პუტინმა მედიაცია შემომთავაზა და ვუთხარი: ჯერ თავს უშუამავლე, ამაზე მერე იღელვე
дата:  1539

შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, - ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას.

“შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ.

შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ… რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ,” - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის მოლაპარაკებებში ჩასართველად მიცემული 2-თვიანი ვადა ამოწურა და ისრაელმა ამის შემდეგ განახორციელა თეირანის წინააღმდეგ დარტყმები. ტრამპის თქმით, ყველაფერი ისრაელის დარტყმების “პირველ დღეს დასრულდა” და ირანი ახლა “სრულიად დაუცველია, საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა”.

“გუშინ ველაპარაკე მას [პუტინს]. მედიაცია შემომთავაზა [ისრაელ-ირანზე] და ვუთხარი: “ჯერ თავს უშუამავლე, მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია მოვახდინოთ, კარგი?.. ამაზე მერე იღელვე”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დაწყების შემდეგ მას ირანული მხარი დაუკავშირდა და თეთრ სახლში მისვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უპასუხა, რომ “ძალიან გვიანია საუბრისთვის” და მას ახლა ირანის “უპირობო დანებება” სურს.

“40 წელია ისინი ამბობენ “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”, სიკვდილი ყველა სხვას, ვინ მათ არ მოსწონს. მჩაგვრელები იყვნენ, სკოლის მჩაგვრელები და ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ რა მოხდება”, - განაცხადა ტრამპმა.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати