USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
დონალდ ტრამპი - ,„ჰამასის“ შეტევა ისრაელზე გადასახადების გადამხდელი ამერიკელების დოლარებით ფინანსდება
Date:  670

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჰამასის“ შეტევა ისრაელზე „გადასახადების გადამხდელი ამერიკელების დოლარებით ფინანსდება.

დონალდ ტრამპის თქმით, ჰამასის ეს თავდასხმები სირცხვილია და ისრაელს სრული უფლება აქვს, საკუთარი თავი მძლავრად დაიცვას.

„სამწუხაროდ, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარები დაეხმარა ამ შეტევების დაფინანსებას, რაც როგორც ბევრ ცნობაშია აღნიშნული, ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა. ჩვენ აბრაამის შეთანხმების საშუალებით ამდენი მშვიდობა მოვიტანეთ ახლო აღმოსავლეთში და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ გვენახა, როგორ გააქრობდა ბაიდენი ამ შედეგს იმაზე სწრაფი ტემპებით, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე TRUTH SOCIAL.

დონალდ ტრამპი
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way