USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
დონალდ ტრამპი - „ფეიკნიუს“ მედია ცდილობს ჩემი რეალური რეიტინგი დამალოს
თარიღი:  1227

„ფეიკნიუს“ მედია ცდილობს ჩემი რეალური რეიტინგი დამალოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ნუ დაუჯერებთ ყალბი ახალი ამბები გამავრცელებელ მედიას. ოკლაჰომაში ჩემს გამოსვლას „ფოქს ნიუსის“ ისტორიაში შაბათი დღის სატელევიზიო ჩვენებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ჩემმა ინტერვიუმ შონ ჰენიტისთან ხუთშაბათს მთელი ტელესივრცე გადაფარა, ერთად აღებულ „სიენენსა“ და „ემესდიენდისიზე“ მეტად. ეს არის ნამდვილი რეიტინგები“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენსა და ნენსი პელოსის დაამარცხებს და მოსახლეობას გადასახადების გაზრდისგან დაიცავს.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის