USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
დონალდ ტრამპი - ევროკავშირი ჩინეთზე უარესია
Date:  1393

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივების განხილვისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთზე უარესია, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

„ევროკავშირი, მრავალი თვალსაზრისით, ჩინეთზე უარესია. ისინი მნიშვნელოვნად დაეშვებიან. უყურეთ. ყველა კარტი გვაქვს. ისინი ძალიან უსამართლოდ გვექცევიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრაპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონი და პეკინი ორმხრივი ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებასა და სავაჭრო ომის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირმა კი ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ საქონელზე ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოხსნის მიზნით ვაშინგტონთან მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

Politico წერს, რომ, ტრამპის ეს განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული კომენტარისგან, როდესაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ფანტასტიკური ადამიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way