USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
დონალდ ტრამპი - ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე - ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ
თარიღი:  1269

ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე - ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ბირთვულ კატასტროფად ქცეულიყო და მაინც მიწევს Wall Street Journal-ისა და სხვების წაკითხვა და მოსმენა, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ და მეუბნებიან, რას ვაკეთებ არასწორად რუსეთ-უკრაინის არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „აქ ომის შესაჩერებლად არის და არა მის გასაგრძელებლად“.

„ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და არ მჭირდება იმ ადამიანების რჩევა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ კონფლიქტებზე და მათ შესაჩერებლად ვერაფრის გაკეთება შეძლეს. ისინი „სულელი“ ადამიანები არიან, რომელთაც საღი აზრი, ინტელექტი და გაგება არ გააჩნიათ და რუსეთ-უკრაინის კატასტროფის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებენ. ჩემი არასერიოზული და ძალიან შურიანი კრიტიკოსების მიუხედავად, მე ამას გავაკეთებ - ყოველთვის ვაკეთებ!“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის