USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
დონალდ ტრამპი - დაიბანეთ ხელები... ეს ყველაფერი დასრულდება, მთავარია, არ დაპანიკდეთ
Date:  1630

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კორონავირუსს.

„დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ “,-აღნიშნა ტრამპმა პრესკონფერეციაზე, რომელიც კორონავირუსის საკითხს მიეძღვნა.

„მოიქეცით ისე, როგორც გრიპის დროს“,-დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამათან, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდეს. მისივე თქმით, ის იზიარებს ექიმების აზრს, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ყველაზე უარესი შემთხვევისთვის“.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მანდ მოვხვდებით, თუნდაც რომ ახლოს ვიქნებით... ეს ყველაფერი დასრულდება, ეს დასრულდება. იცით, რომ გრიპის ვირუსის სეზონის დროს 69 000 ადამიანი იღუპება ყოველ წელს. წარმოუდგენელია. მთავარია, რომ არ უნდა დაპანიკდეთ, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს. ეს გრიპის მსგავსია. ადამიანები გრიპითაც კვდებიან”,-აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way