შეერთებულ შტატებს არ სურს უცხოეთის ქვეყნებში კონფლიქტების მოგვარებით იყოს დაკავებული, რადგანაც ეს ამერიკელი სამხედროების მოვალეობა არ არის, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ნიუ იორკში, West Point-ის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უძველესი კონფლიქტების გადაჭრა შორეულ ქვეყნებში, რომლებზეც ბევრს ადრე, ალბათ, არც სმენია, ჩვენი ჯარისკაცემის ვალდებულება არ არის. ჩვენ მსოფლიო პოლიციელები არ ვართ. ჩვენ უნდა დავასრულოთ გაუთავებელი ომების ერა,“-აღნიშნა ტრამპმა.
''აშშ-ს სამხედროები აღარ აღადგენენ სხვა ქვეყნებს და აღარ მოაგვარებენ სხვის კონფლიქტებს'' -
”ჩვენ არ ვართ ამ სამყაროს პოლიციელები” - დასძინა მან... და მან ეს მაშინ განაცხადა, როცა აშშ ცხოვრობს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.