ჭკვიანური იქნება თუ მადურო გადადგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მისი გადასაწყვეტია ის, თუ რისი გაკეთება სურს. ვფიქრობ, მის მიერ ამის გაკეთება ჭკვიანური იქნება. თუ კატეგორიულ პოზიციას დაიკავებს, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება, როდესაც ამას გააკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ის სანაპირო დაცვა უკვე მეორე დღეა კიდევ ერთი ნავთობტანკერის დაკავებას ცდილობს.
„ტანკერი ვენესუელიდან გამოვიდა და იგი სანქცირებულია. მის დევნას ვაწარმოებთ. ამ ტანკერს დავაკავებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტანკერი „ბელა 1“ ვენესუელის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მის დასაკავებლად ორდერი უკვე გაცემულია.