USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
დონალდ ტრამპი - აშშ-ში ყველას, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი გადაეცემა
Date:  285

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაწესებული ტარიფებით მიღებული შემოსავლებიდან ამერიკელების უმეტესობას 2000 დოლარი გადაეცემა.

„ის ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან! ახლა ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე პატივცემული ქვეყანა ვართ, თითქმის ინფლაციის გარეშე და საფონდო ბირჟაზე აქციების რეკორდული ფასებით“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, აშშ „ტრილიონობით ოდენობის დოლარს იღებს და მალე 37 ტრილიონის ოდენობის უზარმაზარი ვალის დაფარვას დაიწყებს“.

„აშშ-ში რეკორდული ინვესტიციებია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარხნების რაოდენობა იზრდება. მინიმუმ 2000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველა ადამიანს (მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა) გადაეცემა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way