USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
დონალდ ტრამპი - არჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება
дата:  541

არჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის Truth Social-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, მისი თქმით, ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთვის, რადგან “დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, გამყოფად“.

“დაფიქრდით, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო, ომში, რომელსაც ის შეერთებული შტატებისა და “ტრამპის” გარეშე ვერასდროს ვერ მოაგვარებს. შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი აშშ დოლარით მეტი დახარჯა, და ევროპის ფული დაცულია, მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები არაფერს არ დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის - დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, როგორც გამყოფი. ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, “დაკარგულია”. უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით “მანიპულირება”. დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება.

ამავდროულად, ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასრულებაზე, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ “ტრამპს” და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ მშვიდობის მოტანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ზელენსკი სავარაუდოდ სურს, რომ “ფულის მატარებელმა” გააგრძელოს მოძრაობა. მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა, მისი ქვეყანა დამსხვრეულია, და მილიონები საჭიროების გარეშე დაიღუპა - და ასე გრძელდება…” , - წერს ტრამპი.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати