USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
დონალდ ტრამპი - არა, ადამიანების მიერ სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივ მოხმარებაზე პასუხისმგებელი მე არ ვარ
Date:  654

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ სარკაზმი იყო.

კითხვაზე, რას უკავშირდებოდა ის, რომ ბოლო დღეებში ზოგიერთ შტატში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „წარმოდგენა არ ჰქონდა“.

კიდევ ერთ კითხვაზე, იღებდა თუ არა ის აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა.“

„წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ ხდება. მე ამაზე პასუხისმგებობას არ ვიღებ,“- განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ ინექციით სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანამ, შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნება გამოიწვიოს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way