USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
დონალდ ტრამპი - ერთადერთი დანაშაული, რაც ჩამიდენია, ამერიკელი ერის დაცვაა მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს
Date:  819

სასამართლო პროცესის შემდეგ ფლორიდაში დაბრუნებულმა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა. მისი თქმით, ერთადერთი დანაშაული, რაც ჩაიდინა, ამერიკელი ერის დაცვა იყო მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს.

"არასდროს მიფიქრია, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რაც მე ჩავიდინე, იყო უშიშრად დავიცვა ჩვენი ერის მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს", - თქვა ტრამპმა.
მანამდე ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. პროკურატურა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებას ედავება. საქმე ეხება პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდას. გამოძიება ამბობს, რომ ეს მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც 2016 წლის არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო.

ტრამპი ამტკიცებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის ჩაშლა სურთ:

"ეს ყალბი საქმე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით იქნა აღძრული. და ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს".ტრამპი არცერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მომდევნო მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way