USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
დონალდ ტრამპი - ახლა სულ სხვა გამოსვლა მექნება - ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი და ეს შანსი მე მომეცა
თარიღი:  595

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანად გადაწერა და ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკის ნაცვლად ერთიანობის აუცილებლობაზეა ორიენტირებული.

„სიტყვა, რომლით წარდგენასაც ვაპირებდი, შთამბეჭდავი იქნებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოსვლა“, - განაცხადა ტრამპმა Washington Examiner-თან ინტერვიუში და განმარტა, რომ მისი გამოსვლა ძირითადად პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკაზე იქნებოდა ორიენტირებული.

„სიმართლე გითხრათ, ახლა სულ სხვა გამოსვლა იქნება. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი. ეს შანსი მე მომეცა," - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ის მომენტი აღწერა, როდესაც პენსილვანიაში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხედა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ესროლეს.

„ენერგია, რომელიც იმ მომენტში იქ მყოფი ხალხისგან მოდიოდა; ძნელია იმის აღწერა, როგორი იყო ეს გრძნობა, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო უყურებდა. ვიცოდი, რომ ისტორია ამას განსჯიდა და ვიცოდი, მათთვის უნდა შემეტყობინებინა, რომ კარგად ვართ“, - აღნიშნა ტრაპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მილუოკიში უკვე ჩავიდა, სადაც ის მიმდინარე კვირაში „რესპუბლიკელების“ ეროვნულ ყრილობას დაესწრება და პარტიის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იქ დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის