USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
Date:  

დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილთა მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი დოლიძის 27 ნომერში საცხოვრებლად ახალი გადასული იყო.

მათი ნაწილი ამბობს, ქვედა სართულიდან გაიგეს ქალის ტირილი, ამის შემდეგ კი იარაღიდან ოთხჯერ გასროლის ხმა. ნაწილი კი ამბობს, რომ გასროლის ხმა საერთოდ არ გაუგიათ.

მეზობლების განმარტებით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იციან. იციან მხოლოდ ის, წყვილი განქორწინებული იყო.

მათივე ცნობით, შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა.

„ბავშვები ტიროდნენ და იძახდნენ, „მამა არ გაპატიებთ”. სასწრაფო იყო მოსული, შემდეგ ამ ბავშვებს აწყნარებდნენ. ორი ბავშვი იყო, ერთი, დაახლოებით, 15 წლამდე, მეორე მასზე უმცროსი. ვიფიქრე, ალბათ, ოჯახური კონფლიქტი იყო, თუ მიცვალებულები იყვნენ ეგ ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მას გადაადგილება თვითონ არ შეეძლო. მაშველებს გამოუძახეს, სასწრაფოს და შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა. ისიც არ ვიცოდი, რომ ორი (გარდაცვლილი) იყო. მე გავიგე ბავშვების ხმა,რომლებიც დედის სახელს იძახდნენ. იქ თუ ბებიაც იყო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ამბობენ, რომ ეს ოჯახი აქ სამი თვეა რაც აქ ცხოვრობს. ახლა გავიგე, რომ ყოფილი მეუღლე იყო [ბრალდებული მამაკაცი]. ყველაფერი მოხდა უხმაუროდ. რომ არ მოსულიყო საპატრულო პოლიცია და ვერაფერს გავიგებდი. არც გასროლა გაგვიგია, სახლში ვიყავი… ის ბავშვები თუ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, არ ვიცი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა შორენა ჟვანიამ.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების განმარტებით, ყოფილი ცოლი და სიდედრი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way