USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
დიტო სამხარაძე - გავრცელებული მიმოწერა ფეიკია...ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის.. ნუგზარ სულაშვილი - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება საფრანგეთში დაიწყება
Date:  814

საფრანგეთში მცოვრები ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს "ქართული ოცნების" დეპუტატ, დიტო სამხარაძესთან მიმოწერას, სადაც პოლიტიკოსი მას ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ მიმოწერა, რომელიც მოქალაქე ნუგზარ სულაშვილმა სოციალ ქსელში გაავრცელა მისი ყალბი ექაუნთით არის დაწერილი.

"მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი.

ბევრი რომ არ ვწერო, რამდენიმე სიტყვაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

1. “ბიჭო”

2. “გაძუყვნა”

3. “ჩაიჯვი”

4. “მიწიდან ამოგთხრი”

5. “ კეთილები”

და ბოლოს ყველაზე მაგარი, “ვირთხავ” ამან დაგლიჯა ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველ დღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი ფეიკი შეგექმნათ ან როდის იყო მესინჯერში ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს იდიოტებო ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის

გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ, ნაცების შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? ნაცებო, ფაშისტო ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ხოდა ფრთხილად იყავით! ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად არ დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მითუმეტეს ისინი, რომლებსაც ასეთი ბინძური ფეიკებისთვის გამოგიყენებენ!", - წერს სამხარაძე.

თავის მხრივ ნუგზარ სულაშვილიც გამოეხმაურა ამ ფაქტს და აცხადებს, რომ აღნიშნული მიმოწერის გამო, ის საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს:

"მეგობრებო

ის რაც გუშინ მოხდა, არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი იქნება, მანამდე სანამ ეს სისტემა არ განადგურდება. 12 წელია მსგავსი შინაარსის შანტაჟს და მუქარას ვისმენ.
არაერთხელ გამივრცელეს უბინძურესი ჭორები. ამიმხედრეს ევროპაში მყოფი კრიმინალები.
მიზეზი მარტივია. მათ შესანიშნავად იციან, რომ წვდომა მაქვს უამრავ ინფორმაციაზე.
ამჯერად მე არ მივმართავ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს პირადი უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რადგან ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება საფრანგეთში დაიწყება"

 

 

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way