USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე ხელმისაწვდომი იქნება
თარიღი:  967

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ სკოლის მართვის დამხმარე პროდუქტია, რომელიც „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით იქმნება და მიზნად ისახავს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას.

დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრას როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნას პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპზე საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონის მასშტაბით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან კვლევითი სამუშაოები უკვე დასრულდა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით ავტორებმა კონკრეტულ თემებზე დაიწყეს მუშაობა.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან: გია მურღულია- სკოლა „ ლოგოსის’’ დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია- განათლების მკვლევარი, მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ სილაგაძე- საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების კოორდინატორი, გიორგი ჭანტურია- კოალიცია „განათლება ყველასთვის’’ დირექტორი, მეგი კავთუაშვილი- ასოციაცია „ მშობლები განათლებისთვის’’ ხელმძღვანელი, ეკატერინე კვირიკაშვილი- ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე - პედაგოგიკის დოქტორი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი და სხვები.

სახელმძღვანელოს საპილოტე, ელექტრონული ვერსია გაზიარებულ იქნება ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ „საპილოტე ჯგუფთან’’, რომელიც დაკომპლექტებულია სასკოლო საზოგადოების ყველა სეგმენტის წარმომადგენლებითა და სფეროს ექსპერტებით. საპილოტე ჯგუფის მიერ სამუშაო ვერსიის შეფასებისა და უკუკავშირის გაზიარების შემდეგ, სარედაქციო ჯგუფი გზამკვლევს მისცემს საბოლოო სახეს.
2021 წლის იანვრის თვეში, სახელმძღვანელო უფასოდ გადაეცემა ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

აღნიშნული სახელმძღვანელო, შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე სრულად დააკმაყოფილებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრატორთა მოთხოვნებს, რათა ეფექტიანად წარმართონ ონლაინ სწავლების პროცესი. გაეცნონ საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით. დაინახონ ერთიანი სურათი სკოლაში მიდინარე ონლაინ პროცესების შესახებ, რაც დაეხმარება მათ დისტანციური სწავლების უკეთ დაგეგმვაში, პროცესების შეფასებასა და გაუმჯობესებაში.

სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს მათ განახორციელონ სკოლის შიდა, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რათა მოახდინონ დროული რეაგირება არსებულ გამოწვევებზე. ეს იქნება დისტანციური სწავლების მართვის პირველი გზამკვლევი საქართველოში.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სახელმძღვანელოს თანადამფინანსებელი და აქტიური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის