USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
დინდგელი - საოჯახო აფთიაქის უკვდავების წამალი
Date:  311

დგინდგელი, იგივე პროპოლისი არის ფასდაუდებელი ბუნებრივი საშუალება, რომელისგან დამზადებული სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი ძალიან ბევრი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგადგებათ. რაც მთავარია, ყველა მათგანის დამზადება სახლის პირობებში საკუთარი ხელითაა შესაძლებელი. მას მოიხმარენ კანის დაავადების,  დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების, კანის, კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური პრობლემებისათვის; აგრეთვე სურდოს, ჰემოროის, გრიპის, ნევრიტის, რადიკულიტის, ფილტვის ტუბერკულიოზისა და სხვა სნეულობების სამკურნალოდ.

რა არის დგინდეგელი?

ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც შეიცავს ფისს, ფლოვანის, მინერალურ შენაერთებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ზოგიერთი შემადგენლობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

დგინდგელი ბაცი ან მუქი მოყავისფრო შეფერილობისაა. იგი საკმაოდ არომატიზირებულია და გვხვდება ალვის ხის კვირტების, წიწვების, თაფლის, ცვილისა და ვანილის არომატით.

წვიმისას გამოყოფს ფისის სასიამოვნო სურნელს. ფუტკრები მას აგროვებენ არყისა და ალვის ხის, ვერხვის, წაბლის, მუხის, თელის, ტირიფისა და წიწვოვანი ხეების კვირტებისგან.

პროპოლისის მთავარი წყარო არყისა და ალვის  ხეა. პროპოლისი განსხვავებული ფერისა და ქიმიური შემადგენლობისაა, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ჯიშის ხის ნაყოფებისგანაა გაკეთებული. 

ბუნებრივ პირობებში ფუტკრები პროპოლისს იყენებენ ფიჭისაგან ხის მერქნის ლპობადი ნაწილების იზოლირებისათვის, პათოგენური მიკროორგანიზმებისა და „მტრებისგან" (მავნებლები, რომლებიც სკაში შედიან და იქ იღუპებიან)  თავდასაცავად.

ფუტკრებს ასეთი მავნებლების სკიდან ამოყვანა, მოშორება არ შეუძლიათ. ამიტომ ქოლავენ მას პროპოლისით. თითო ოჯახიდან, ჩვეულებრივ, 40-50 გრამ პროპოლისს იღებენ.

პროპოლისს ამზადებენ ბრიკეტების, ბურთულების ან დაქუცმაცებული სახით. მას მწარე გემო აქვს. იმისათვის, რომ პროდუქტს არ შერჩეს უცხო შენაერთები და ჭუჭყი, 4-5-ჯერ წამოადუღებენ ხოლმე ორნახად არაყში, ფილტრავენ და რეცხენ ცხელ სპირტში, რის შემდეგაც ფილტრზე რჩება მყარი, გაუხსნელი ნაწილაკები.

სამკურნალო დანიშნულებით გვხვდება დგინდგელის სხვადასხვა ფორმით დამზადებული წამლები. ესენია: ექსტრაქტი, ემულსია, სპირტიანი ხსნარი, მალამი, წყალხსნარი. თითოეულ მათგანს თავისი გამოყენება აქვს მედიცინაში.

დგინდგელის სპირტიანი ხსნარი

კუჭისა და ნაწლავების სამკურნალოდ იყენებენ პროპოლისის სპირტიან ან წყლიან ნაყენს. 

სპირტიანი ნაყენის დასამზადებლად მას ანაწევრებენ 2-3 მმ -იან ბურთულებად, შემდეგ ჩაყრიან ცივ წყალში, სადაც ამოტივტივდება ფიჭა და სხვადასხვა მინარევები, თვით პროპოლისი კი ფსკერზე დაეშვება. შემდეგ მას აშრობენ და შესაბამისი კონცენტრაციის მისაღებად ასხამენ 96%-იან სამედიცინო სპირტს. ნაყენს ინახავენ მუქი ფერის მინის მყარად თავმოკრულ ჭურჭელში, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე და რაც შეიძლება ხშირად ანჯღრევენ. ორი კვირის შემდეგ ნაყენს ფილტრავენ, გადაასხამენ მუქი ტონის მინის ფლაკონებში და ტოვებენ გრილ, ბნელ ადგილას. ნაყენი რამდენიმე  წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავის სამკურნალო თვისებებს.

დგინდგელის წყლიანი ნაყენი

10%-იანი წყლის ნაყენის მისაღებად პროპოლისის დაქუცმაცებულ მასას ათავსებენ მინის ან ემალის ჭურჭელში წყალთან ერთად (10 გრამი პოროპოლისი - 100 გრამ გამოხდილ წყალზე), დგამენ 45-50 გრადუსამდე გამთბარ წყლის ჭურჭელში და პერიოდულად მინის წკირით ურევენ. ხსნარი იფილტრება ოთხმაგ მარლაში და ინახება გრილ ადგილას.

დაჩქარებული მეთოდით: დაქუცმაცებულ პროპოლისს ასხამენ 50-60 °ც ტემპერატურის წყალს და იგივე ტემპერატურის წყლის აბაზანაში დგამენ 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხსნარს გააცივებენ, გაფილტრავენ და ასხამენ მუქი ფერის ფლაკონებში.

დგინდგელის ზეთოვანი ხსნარი

მედიკოსებმა შეიმუშავეს პროპოლისის ცხიმოვანი სამკურნალო ხსნარის დამზადების მეთოდი. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებში. 10 გრამ გასუფთავებულ და დაქუცმაცებულ პროპოლისს ასხამენ 100 მილიგრამ ასკილის ან ქაცვის ზეთს. მოცემულ მასას 30 წუთის განმავლობაში ამყოფებენ წყლის აბაზანაში და მინის წკირით ურევენ, რის შემდეგაც ორფენა მარლაში ფილტრავენ და ასხამენ მუქი ტონის მინის ფლაკონებში. გამოყენების წინ უმატებენ 30%-იან E ვიტამინის ზეთოვან ხსნარს (1 მლგ. პრეპერატი - 10 მლგ. პროპოლის-ზეთოვან  სხნარზე).

პროპოლისის ექსტრაქტისა და ემულსიის მომზადების წესი

კუჭ-ნაწლავის დაავადებისათვის წარმატებით გამოიყენება აგრეთვე პროპოლის, თაფლისა და ოთახის მცენარე  კალანჰოეს  ემულსია. მას შემდეგნაირად ამზადებენ:

იღებენ  10  მგ.  10%-იან პროპოლისის სპირტიან ხსნარს, 20 მგ. კალანჰოეს წვენს და 70 გრამ წითელი ფერის (წაბლისა და მინდვრის ყვავილების) თაფლს. კომპონენტებს გულდასმით ურევენ 45°-ის მქონე წყლის აბაზანაში 30  წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მიიღება სასიამოვნო სუნისა და მასიური კონსისტენციის მქონე ემულსია. ინახება მუქ შუშაში.

ძალიან კარგია აგრეთვე ალოე - პროპოლისი - თაფლისა და კალანხოის  ნაერთიც:

ახლადმოჭრილი ალოეს მსხვილი, ხორციანი ფოთლები შეახვიეთ შავი ფერის ქაღალდში და ერთი კვირის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში. დროის გასვლის შემდეგ, ფოთლები დააქუცმაცეთ და მათგან წვენი გამოწურეთ. დაუმატეთ პროპოლისის - თაფლისა და კალანხოის ემულსია 1:10 პროპორციით, კარგად აურიეთ, მჭიდროდ დაგმანეთ და შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

მედიკოსებმა დაადგინეს, რომ B ტიპის გასტრიტი და წყლულოვანი დაავადებები მიკრობებით ჩნდება. პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც უძლიერესი ანტიმიკრობული მოქმედება გააჩნია ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

  • სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ პროპოლისის სხვადასხვა რეცეპტი გამოიყენება. სამკურნალო წყლულებით ან კოლიტით დაავადებულთათვის ინიშნება პროპოლისის სპირტიანი ხსნარი: (5 - 30%), 50-60 წვეთი მეოთხედ ჭიქა რძეში ან წყალში, 1,5 საათით ადრე ჭამამდე, 3-ჯერ დღეში - 1 თვის განმავლობაში. უკვე 4-6 დღეში ქრება ტკივილები, წვა, გულისრევა; წესრიგდება ძილი; ჰიპერტონიით დაავადებულებს ურეგულირდებათ წნევა; წყლული მოშუშდება დაახლოებით ერთ თვეში.
  • განსაკუთრებით ძლიერ გამოხატული ტკივილებისას, საუკეთესო საშუალებაა პროპოლისის ნაყენის 30-40 წვეთის შერევა 55-60 მგ. 0,25%-იან ნოვოკაინის თბილ ხსნარში და ისე მიღება.
  • ყველაზე აქტიური ანტიმიკრობული მოქმედება პროპოლისის 30%-იან ხსნარს აქვს, თუმცა ზოგიერთ ავადმყოფს ამ ხსნარმა შეიძლება ტკივილი უფრო გაუძლიეროს, ამიტომ, უმჯობესია, თუ 5%-იანი ხსნარით დაიწყებთ და შემდეგ გაზრდით კონცენტრაციას.
  • დადგენილია, რომ პროპოლისი წყლულოვან დეფექტზე წარმოქმნის დამცავ ზედაპირს და ზემოქმედებს მასზე როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთებითი პროცესის, წყლულოვანი და ეროზიული ფორმების, აგრეთვე კუჭის მჟავიანობისა და სპაზმის მომხსნელი საშუალება.
  • უკეთესი ეფექტისათვის რეკომენდებულია დაუმატოთ პროპოლისისა და ცხიმის ნაზავი (პროპოლისს + ასკილის ცხიმი + E ვიტამინი). ეს შენაერთი უნდა მიიღოთ უზმოზე, ჭამამდე 2-3 საათით ადრე, ჩაის კოვზით, დღეში 4-6-ჯერ  - პროპოლისის სპირტ - ნოვოკაინის ხსნართან ერთად. მკურნალობის კურსი 1-დან 2 თვემდეა.
  • ანალოგიური მკურნალობის კურსია მითითებული გასტროდუოდენიტის, წყლულოვანი გასტრიტის, ქრონიკული სპასტიური კოლიტის მკურნალობისათვის.
  • ავადმყოფობით დასუსტებულ ადამიანებს და მოხუცებს, სხვა დამატებითი დაავადების შემთხვევაში, შესაძლებელია პროპოლისის რძეც დაენიშნოთ. აიღეთ ახლადგამოწველილი რძე, ჩაასხით ემალირებულ ჭურჭელში და სწრაფ ცეცხლზე წამოადუღეთ. ჩაყარეთ მასში დაქუცმაცებული პროპოლისი (100 გრ. + 1,5  რძე), აურიეთ და კარგად გაზავების შემდეგ, 10-15 წუთი დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ მოხადეთ ცხიმის  მასა, გაფილტრეთ ერთჯერად მარლაში (მინის ან ემალის ჭურჭელში). ამ მასას, სამკურნალოდ უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნაღვლის სადინარი გზების პრობლემებისას - ნახევარ ჭიქას 3-4 - ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • პროპოლისი სურდოს დროს: 20 გრ. დაქუცმაცებულ პროპოლისს შეაზილეთ მცირე რაოდენობის ნაღების კარაქი. მიღებულ მასას მანამ დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი, სანამ 100 გრამ მასას არ მიიღებთ და კარგად აურიეთ. ამ მასაში დაასველეთ პატარა ბამბის ტამპონები და შეიდეთ ცხვირში დილით და საღამოს - სრულ გამოჯანმრთელებამდე.
  • პირის ღრუს, ცხვირხახისა და ხორხის ანთების დროს: 30 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი დააყენეთ და დაუმატეთ ატმის ან ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა მარლის ტამპონებით წაისვათ პირის ღრუს ანთებად კერებზე 15-30 დღის განმავლობაში.
  • ყელის ტკივილის დროს: ემალირებულ ჭურჭელში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი კრაზანას ბალახი 1 ჩ/ჭ მდუღარესთან ერთად. დააყენეთ 15-20 წუთით, გაფილტრეთ მარლაში. დაუმატეთ 20%-იანი პროპოლისის ნაყენიდან 40 წვეთი. მიღებული მასა გამოივლეთ ყელში 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, 15 დღის განმავლობაში.
  • რესპირატორული დაავადებების დროს: 60 გრამი პროპოლისი და 40 გრამი ფუტკრის ნატურალური ცვილი მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში ჩასხმულ 300-400 მილიგრამ წყალში. თავდახურულ მდგომარეობაში გადაიტანეთ წყლის აბაზანაში და მიიყვანეთ დუღილის ტრემპერატურამდე. შემდეგ მოხადეთ თავი და ისუნთქეთ ორთქლი 15-20 წუთის განმავლობაში. ინჰალაცია ჩაიტარეთ დილით და საღამოს, ვახშმობის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში (ასევე მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქიტს, რინიტსა და ტუბერკულიოზს).
  • ბრონქული ასთმის დროს: 20 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ 80 გრამ სპირტიან ბოთლში და დააყენეთ. პერიოდულად ანჯღრიეთ 7-10 დღის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და რძეში ან წყალში შერეული 20-20 წვეთი მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი თვის განმავლობაში.
  • ანგინა, ფილტვების ანთება, ტუბერკულიოზი: 100 გრამი ნაღების კარაქი მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და გააცხელეთ 50-60°-მდე. დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი. მიღებული მასა გააცხელეთ 70°-მდე და განუწყვეტლივი მორევით 8-10 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეთ ტემპერატურა. შემდეგ გაფილტრეთ ერთჯერად მარლაში. გაცივების შემდგომ, ამ მასიდან აიღეთ 1 ჩ/კ და მიიღეთ თბილ რძესთან ერთად 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე, 2 თვის განმავლობაში. კურსის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, გაზარდეთ მიღების დოზა 5 გრამიდან 30 გრამამდე - ყოველ მომდევნო ჯერზე.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული: 40 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ ბოთლში, რომელშიც 100 მილიგრამი 70%-იანი  სპირტია მოთავსებული. 30 წუთის განმავლობაში ანჯღრიეთ და დადგით. სამი დღე-ღამის შემდგომ ისევ ანჯღრიეთ და 2 საათით მაცივარში შედგით. მხოლოდ ამის შემდეგ გაფილტრეთ ოთხმაგ მარლაში და 15-20 წვეთი ნაყენი მიიღეთ (ანადუღარი რძით ან ჩაით) სამჯერ დღეში, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე, 18-20 დღის განმავლობაში. 1-2 კვირის შესვენების შემდეგ შესაძლებელია კურსის განმეორება.
  • ქრონიკული გასტრიტი და ქრონიკული კოლიტი: ერთ წილ დაქუცმაცებულ პროპოლისს დაასხით 95%-იანი სპირტის მეხუთედი წილი - მინის ჭურჭელში და ორი დღის განმავლობაში დადგით ოთახის ტემპერატურაზე. გაფილტრეთ, შეურიეთ ანადუღარი ცივი წყალი სპირტის 30%-მდე განსაზავებლად. მიიღეთ ნაყენის 40 წვეთი რძით ან ცივი ჩაით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე, 10-15 დღის განმავლობაში.
  • კბილის ტკივილი: 40 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ მინის ბოთლში მოთავსებულ 100 მგ. 70%-იან სპირტში, დააყენეთ 7-10 დღე. პერიოდულად ანჯღრიეთ, გაფილტრეთ, დააყენეთ; თხიერი ნაწილი გადაასხით სხვა ჭურჭელში და დაუმატეთ 1/3 წყალი. ამ მასაში ამოვლებულ ბამბის ან მარლის ტამპონს ჩაიდებთ მტკივნეულ კბილში.
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლიტი, ენდოცევრიტი:100 გრამი სამედიცინო ვაზელინი (ან ღორის მუცლის ქონი) ჩადეთ ემალირებულ ჭურჭელში, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააგრილეთ 50-60°ც - მდე, დაამატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი და 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით, ისევ გააცხელეთ 70-80 °ც - მდე. შემდეგ მასა გაფილტრეთ მარლაში და გააცივეთ (აქაც ურიეთ გაცივებამდე). პროპოლისის მალამო 1-15 დღის განმავლობაში ყოველდღიურად გამოიყენეთ დაზიანებული კერების მოსარჩენად.
  • რადიკულიტი: მოამზადეთ თაფლის, მზესუმზირის ზეთისა და სპირტიანი პროპოლისის ნაყენის მასა თითო-თითო კოვზის პროპორციით. მიღებული მასა გადაიტანეთ მდოგვის საფენზე, მიაკარით მტკივნეულ ადგილზე და დაიმაგრეთ მარლით.
  • ფეხის ოფლი, ხელის ეგზემა: ემალის ჭურჭელში მოამზადეთ მუხის ქერქის ნაყენი (1 წილ ქერქზე 5 წილი წყალი). ქერქს დაასხით მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთის  განმავლობაში. გაცივებულ 1 ჭიქა ნაყენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი 40%-იანი პროპოლისის  ნაყენი. მიღებული მასა საუკეთესოა ოფლიანი ფეხის აბაზანებისათვის (გახსნით ადუღებულ წყალში და გააგრილებთ 38-40°-მდე).  ეგზემის დროს მალამოს დადება დაზიანებულ კერაზე საჭიროა 10-15 დღეა.
  • ყურების ეგზემა, ყურის ქავილი, წამლების ალერგია: დაუმწიფებელი ბერძნული კაკლის ნაყოფი დააქუცმაცეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაამატეთ 70%-იანი სპირტი (10 გრამზე - 100 მგ.სპირტი), დააყენეთ 4-5 დღის განმავლობაში, გაფილტრეთ მარლის 3 ფენაში; მიღებულ სითხეს დაუმატეთ იმდენივე რაოდენობის წინასწარ მომზადებული 30%-იანი პროპოლისის ნაყენი. ქავილის შემთხვევაში, ამ მასაში ამოვლებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ გარეთა სასმენი გზები; ეგზემის შემთხვევაში კი - მალამოში ამოვლებული მარლის ტამპონები ჩაიდეთ სასმენ მილებში - 30-40 წუთით, 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 7-10 დღეა. აუცილებლობის შემთხვევაში, კურსი გაიმეორეთ 2-4 დღის შემდეგ.
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია: 20% - იანი პროპოლისის ნაყენის 10-30 წვეთი ჩაასხით 1 ჭიქა ჩაიში ან რძეში. მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 15-20 დღის განმავლობაში. რეკომენდებულია სამკურნალო კურსის განმეორება ყოველ 3-4 თვეში.
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way