USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე ტესტირების შედეგად არც ერთი ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა
Date:  975

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსზე 4800-მდე ადამიანია გამოკვლეული, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე კი 500-500-მდე.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ლილოს ბაზრობა გამოკვლევა დავამთავრეთ. 4800 ადამიანამდეა გამოკვლეული. ასევე დავამთავრეთ დინამოს ბაზრობა, სადაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500 დასაქმებულია გამოკვლეული. დღეს დასრულდება ელიავას ბაზრობის ტესტირება, სადაც ამდენივე იქნება გამოკვლეული. ეს მონაცემები ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე შეჯამდება. დინამოსა და ელიავას ბაზრობაზე ამ ეტაპზე არცერთი არაა ინფიცირებული. ლილოში იყო 6. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, არავითარი პანიკის საფუძველი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობებზე ინტენსიური მობილობაა, ამ ეტაპზე ამ სამი ბაზრობიდან, რომელიც გამოვიკვლიეთ, საპანიკო არაფერი არაა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რა მეთოდით და მიდგომებით გაგრძელდება ბაზრობების კვლევა, ხვალ საკოორდიციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way