USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
"დინამო 100"- 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია კროკობეთმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო
дата:  505

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის, დინამო თბილისის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია კროკობეთმა დოკუმენტური ფილმი, "დინამო 100" გადაიღო ფილმის ნახვა

 

 

კროკობეთის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში იხილავთ დინამოს განვლილ ისტორიას, გამარჯვებებს, ვარსკვლავებს და გუნდის შემადგენელ უამრავ უცნობ ან ნაცნობ ფაქტს.

დინამო თბილისის 100 წლის იუბილე არა მხოლოდ ერთი კლუბის, არამედ მთელი ქართული ფეხბურთის ზეიმია. კომპანია კროკობეთი, როგორც კლუბის ერთგული პარტნიორი და მხარდამჭერი, ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სპორტისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობას. "დინამო 100" კი იმ მემკვიდრეობის ამსახველი დოკუმენტური ნამუშევარია, რომელსაც დინამო თბილისი საუკუნის განმავლობაში ქმნიდა და მომავალშიც გააგრძელებს.

დინამო თბილისის სპონსორია კროკობეთი - მედია პარტნიორი Croco.ge!

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати