USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
დიმიტრი სანაკოევმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
дата:  927

გადადგა თუ გაუშვეს - დიმიტრი სანაკოევმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. "ტვ პირველთან" პირველ სატელევიზიო ინტერვიუში სანაკოევი გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს. მისი თქმით, თანამდებობაზე 16 წლიანი მუშაობის შემდეგ დაიღალა და უნდა წავიდეს. ის ასევე, ამბობს, რომ მის ოჯახს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს, საფრთხე ემუქრება. "პირველების" ინფორმაციით კი, სანაკოევი პოზიციას "ქართული ოცნების" მოთხოვნით ტოვებს.

გადადგომის მოთხოვნით სანაკოევმა ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას განცახდებით უკვე მიმართა.

„მე უკვე განცხადებაც დავწერე და გადავდივარ სხვაგან. 16 წელი ის არის, რომ საკმარისია, რომ რაღაცა ჩემი თავი სხვაგან ვნახო. პრემიერის აპარატს მივწერე. არ ვიცი ვინ იქნება შემცვლელლი, იმიტომ, რომ მე კონსულტაციები მე წასვლაეც არ მქონდა, ალბათ პრემიერ-მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს ახლა, - ამბობს დიმიტრი სანაკოევი. ოპოზიცია ფიქრობს, რომ სანაკოევს პოსტს რუსეთის მოთხოვნით ატოვებინებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მოსკოვს არ აწყობდამ პირი, რომელიც ქართულ-ოსურ  მოლაპარაკებებში აქტიურ როლს შეასრულებდა  და ხალხთა დაახლოებას შეუწყობდა ხელს.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати