ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება არვისთვის არაფერის დათმობას არ აპირებს:
"2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართული ოცნება, წარსდგება 2000-ზე მეტი შესაფერისი კანდიდატით, თითოეული მათგანი გამოირჩევა განათლებით, თავის საქმიანობაში წარმატებულობით, ავტორიტეტით და საზოგადოების მხრიდან იმსახურებენ განსაკუთრებულ სიყვარულს და მხარდაჭერას.
მათ შორის არიან, 63 რაიონის და თბილისის მერობის ყველაზე მაგარი კანდიდატები!
ქართული ოცნების პირობებში, საქართველოს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, დაკომპლექტებულია უაღრესად ნიჭიერი, პატრიოტი და ერთგული გუნდით;
ქართულ ოცნებას ჰყავს ყველაზე მაგარი და გამორჩეული პარტიული ლიდერები და აქტივი (ზონის უფროსები, უბნის უფროსები, აგიტატორები, მოხალისეები და ა.შ) ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა საარჩევნო კამპანიებში ჩართულმა თითოეულმა პირმა არაერთხელ დაამტკიცა შრომისმოყვარეობა, ერთგულება და გამარჯვების განსაკუთრებული ჟინით იბრძოლეს უკომპრომისოდ;
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც მოსახლეობის მაღალი ნდობით და 1 მილიონი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ქართულ ოცნებას მესამე ვადით მიეცა მმართველი პარტიის სტატუსი და ხელისუფლების მართვის სადავეები
აქედან და კიდევ ბევრი სხვა გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, მართლაც სასაცილოა, ვინმეს ჰქონდეს ოცნების დამარცხების ამბიცია. მოღალატე 1 კი არა, 100-იც რომ წაიყვანოთ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ არასდროს!
43 %?
ჩამოთვლილ პუნქტებს თუ გადავხედავთ, მარტივად მისახვედრია, რომ ოცნებას 53%-ის აღებაც არ გაუჭირდება, მაგრამ თქვენ საიდან ითვლით 57%-ს, რისი იმედი გაქვთ?? მხოლოდ უფასო რჩევას დავჯერდები, გონებას მოუხმეთ და გაანალიზეთ, სანამ სრულად გამქრალხართ პოლიტიკური ველიდან."
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/