USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შეთანხებულია
Date:  1770

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღეს ჩვენი დროით 18:00 საათზე, გაიმართება პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი.

პესკოვის თქმით, რუსეთი მიაღწევს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასახულ მიზნებს, მაგრამ სასურველია ეს დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით განხორციელდეს.

„ხუთ საათზე ტრამპთან სატელეფონო საუბარი შედგება. ტრამპმა ეს გუშინწინ უკვე განაცხადა. ბუნებრივია, საუბარი მნიშვნელოვანია სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, საუბრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა დამოკიდებულია სახელმწიფოს მეთაურებს შორის პირად შეთანხმებებზე.

„ამის შესახებ გადაწყვეტილებას ორი პრეზიდენტი იღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტების შეხვედრა პროდუქტიული უნდა იყოს, მაგრამ იმისათვის, რომ ეფექტური იყოს, ის კარგად უნდა მომზადდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს, თუმცა სასურველია მათი მიღწევა პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით.

„რა თქმა უნდა, სასურველია ჩვენი მიზნების მიღწევა პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way