USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
თბილისი
დიმიტრი პესკოვი კრემლზე დრონით თავდასხმაში ვაშინგტონს ადანაშაულებს
თარიღი:  

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლზე დრონით თავდასხმისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის უკან ვაშინგტონი დგას.

CNN-ის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა კრემლს, რომ შეტევის უკან აშშ დგას, პესკოვმა უპასუხა: „უდავოდ".

„ასეთი გადაწყვეტილებები, მიზნების განსაზღვრა, საშუალებების განსაზღვრა – ამ ყველაფერს კიევს ვაშინგტონიდან კარნახობენ. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი აღასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, „აბსოლუტურად სასაცილოა“, რომ ამას უარყოფენ როგორც ვაშინგტონში, ასევე კიევში.

პესკოვის მტკიცებით, მომხდარის მიუხედავად, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდადაა.

„თქვენ იცით, რომ ასეთ რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში პრეზიდენტი ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. ამიტომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა პესკოვმა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის