USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
დიმიტრი პესკოვი - უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა დიდწილად შესრულებულია
Date:  564

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვმა RT Arabic-თან ინტერვიუში განცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი - უკრაინის დემილიტარიზაცია ძირითადად მიღწეულია, რადგან კიევი სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს.

„ნამდვილად, უკრაინა მძიმედ იყო მილიტარიზებული იმ დროს, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. და, როგორც ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ფაქტობრივად, ეს ამოცანა დიდწილად შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს. სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან მას“, - განაცხადა პესკოვმა .

მისი მტკიცებით, ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, სულ უფრო მეტად ერთვებიან კონფლიქტში.

„დასავლეთის ქვეყნები, კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმავე ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, სულ უფრო და უფრო პირდაპირ და ირიბად ერთვებიან ამ კონფლიქტში. ისინი ერევიან ამ კონფლიქტში და ხდებიან კონფლიქტის მხარე. რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმას, რომ კონფლიქტი დროთა განმავლობაში ჭიანურდება, რომ ევროპაში ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი ხდება და, რა თქმა უნდა, ეს ავალდებულებს რუსეთს მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები დონბასში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way