USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
დიმიტრი პესკოვი - რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია
Date:  1077

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს.

მან ვლადიმერ პუტინის გამონათქვამები შეაფასა, რომელიც "რუსეთი. კრემლი. პუტინის"  ფილმში ინტერვიუს დროს გაჟღერდა. თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ „როსია 1“-ისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

„არა, რუსეთს თავის მეზობლებთან არანაირი ტერიტორიული პრეტენზია არ გააჩნია“, - აღნიშნა პესკოვმა.

TASS-ის ინფორმაციით, პუტინმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ რუსული მიწები "წაიღო", რომელიც მათ "საჩუქრად ერგოთ".

როგორც პესკოვი განმარტავს, ფილმში პუტინი საუბრობს არა რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე, არამედ იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საჭიროა, მათ შორის იმისთვის, რომ სსრკ-ს კონსტიტუციის შეცდომები არ განმეორდეს. ამასთან, პესკოვმა არ დააზუსტა, რომელ ქვეყნებზე ჰქონდა საუბარი პუტინს.

გარდა ამისა, პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს ტერიტორიული საკითხი დსთ-ს ქვეყნის წევრებთან წამოჭრას.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way