USD 2.6830
EUR 3.1984
RUB 3.4713
Tbilisi
დიმიტრი მედოევი - ქართული სპეცსამსახურები ცდილობენ ჩვენთან პრობლემის ექსპორტი მოახდინონ
Date:  7239

ჩვენ ვუთანაგრძნობთ საქართველოს ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, მაგრამ ეს პირველ რიგში საქართველოს ხელსუფლების პრობლემაა, -ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისი კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ რეალურ ვითარებას მალავს.

„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამალოს ეპიდემიის რეალური მასშტაბი ქვეყანაში, ინფორმაცია დაადავადებულთა და გარდაცლილთა შესახებ“, -აღნიშნა მედოევმა.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთში“ ვითარება კონტროლქვეშაა. „სამხრეთ ოსეთში სიტუაციას ხელისუფლება მკაცრად და საიმედოდ აკონტროლებს. ყველა უწყება ზუსტად და აწყობილად მუშაობს. ყველა მცდელობა ქართული სპეცსამსახურების, რომ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში განწირულია“,-დასძინა მედოევმა და აღნიშნა, რომ „ოსეთის ხელისუფლება არ დაუშვებს დაავადება ქვეყანაში საქართველოდან გავრცელდეს“.

მისივე ცნობებით, ამ დრომდე ცხინვალში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way