USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Tbilisi
დიმიტრი ხუნდაძე - ომით ვერ მივალთ გამარჯვებამდე
Date:  277

14 წლის წინ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა რუსული ოკუპაციის შესახებ. ისევე როგორც დღეს უკრაინის ომი, 2008 წლის აგვისტოს ომიც გლობალური პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს არ იყო მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომი, აქ, ქართულ მიწაზე რუსეთი მაშინაც დასავლეთს დაუპირისპირდა, თუმცა, მაშინ დასავლეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა. უფრო მეტიც, აგვისტოს ომისთვის რუსეთი ერთგვარად „დასაჩუქრდა“, მისი გავლენა და უფლებები კიდევ უფრო გაიზარდა არა მარტო ევროპაში, არამედ, ოკეანის გაღმაც, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთი კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი გახადა სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნითაც. მათ აგრესორს გადასცეს ყველა სტრატეგიული ობიექტი და გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს. ძნელად დასაჯერებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი შეცდომის შედეგს დღეს იმკის მსოფლიო ახლა უკვე უკრაინელი ხალხის მსხვერპლის ფასად. იმას, რასაც დღეს ვკითხულობთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური პირების განცხადებებში, მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში. მესმის, დღეს დასავლეთს ასე სჭირდება, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუკი გლობალური პოლიტიკის რაკურსი კვლავ შეიცვლება? ეს არის ის კითხვა, რის გამოც გადავწყვიტეთ ხალხთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ალბათ ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სიდიდე არ განსაზღვრავს მის პოლიტიკურ დატვირთვას.

არის დრო, როდესაც სამშობლოს გადასარჩენად გვჭირდება სიცოცხლის გაწირვა და არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე გვჭირდება ჩვენივე ქვეყნის გადასარჩენად. დღეს სწორედ ეს დროა. ამ ურთულეს პერიოდში ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილური განვითარებით დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს ჩვენი გასაკეთებელია. დღეს მძიმე დღეა. ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. დღეს კიდევ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ძლიერ მტერს მხოლოდ გონიერებით თუ დავამარცხებთ. იქნებ აგვისტოს დღეებმა მაინც შეახსენოს ომით დაინტერესებულ პირებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა ჩვენი ფიზიკური განადგურება იქნება. ომით ვერ მივალთ გამარჯვებამდე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ჩვენი გონივრული პოლიტიკაა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ გამარჯვებას იმ გმირების სახელების უკვდავსაყოფად, რომლებმაც დღევანდელი თარიღი საკუთარი სისხლით დაწერეს“, - წერს ხუნდაძე.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way