USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
დიმიტრი ხუნდაძე - მოთამაშე ჩვენ არ ვართ, მაგრამ შეწირული პაიკი შესაძლოა, საქართველო აღმოჩნდეს
თარიღი:  298

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს,რომ დღეს იმაზე რთულია ვითარება, ვიდრე ეს გარედან ჩანს ან მათ განცხადებებში იკითხება.

"ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მკვეთრი განცხადებები თუ დაფიქსირებული პოზიციები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და მეტს არაფერს. არადა, აქამდე უკვე მერამდენედ აღმოჩნდა ჩვენი ნათქვამი სიმართლე. ომის რიტორიკა დღემდე გრძელდება, არადა, ვითომ აქამდე არც კი ყოფილა და ჩვენი კითხვებიც თითქოს უსაფუძვლო იყო. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებული 6 თვიანი ვადა საეჭვოდ მივიჩნიეთ, რისთვისაც "გაგვიარ-გამოგვიარეს", შემდეგ თვითონ ევროპის საბჭომ შეცვალა და ეს დრო გაახანგრძლივა. მოსამართლე ჩხიკვაძის აშშ-ში ვიზიტიდან "ჩახსნა" რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამო მოხდა, რაზეც ჩვენ ეჭვი გამოვთქვით, თავად მოსამართლემ დაადასტურა. დადასტურდა კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაც, თუმცა კითხვა კითხვად რჩება, რატომ გახდა დასამალი შეხვედრაც და შემდგარი საუბრის შინაარსიც? საფრთხე დასმულ კითხვებში კი არ არის, არამედ გაუცემელ, დამალულ პასუხებში“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, რთული სვლები კეთდება და მოგებისთვის ბევრი პაიკი შეეწირება.

„სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საელჩოს მიმართ გამოთქმული შენიშვნები და ეჭვები დღეს თითქოს ყველასათვის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ როდესაც საბოლოოდ ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს კატეგორიულად არ გაიზიარებენ, თანაც არგუმენტირებულად, ხომ ისევ მართლები აღმოვჩნდებით? და თუ გაიზიარებენ, მერე ნახეთ პოლიტიზირებული და უსამართლო სასამართლო. დოკუმენტი ინგლისურად წაიკითხეთ და ასეთი მკაცრი არ მოგეჩვენებათო, გვიპასუხეს. ქართულად რომ ცუდის მომასწავლებელია და შემდეგ ფაქტის წინაშე დავდგებით, რა ვქნათ? არაქართულად "გავატაროთ" და დავუბრუნდეთ წარსულს? რუსული ხელფასის მქონე რუსეთუმეობას რომ გვაბრალებს და "ევროპულად" ჭკუას გვასწავლის, ეგაც მივაყურადოთ? საბჭოთა რუსეთში დაბრუნებას არავინ აპირებს, მაგრამ ის, რაც დასავლეთშიც მიუღებელია, ჩვენთვის რატომ უნდა იყოს მისაღები? იმიტომ რომ ვიღაცას სჭირდება? ქვეყანა მივუშვათ ომში, იმიტომ რომ უფრო დიდი ომია მოსაგები? მმართველმა გუნდმა უნდა დათმოს ხელისუფლება არჩევნების მიუხედავად, იმიტომ რომ "ძველი-ახალი" ხელისუფლება ყველა დაკვეთის შემსრულებელია? სად არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები? სად არის ხალხი? თუ მას ვინ ეკითხება. ყველა ქვეყანა უპირატესად თავის ინტერესებს უფრთხილდება და სწორადაც. ჩვენ რატომ არ გვაქვს ამის უფლება? დღეს დიდ საჭადრაკო დაფაზე მიდის სახიფათო თამაში. რთული სვლები კეთდება და მოგებისთვის ბევრი პაიკი შეეწირება. მოთამაშე ჩვენ არ ვართ, მაგრამ შეწირული პაიკი შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს. ამიტომ, დღეს არც პოლიტიკური კეკლუცის, არც მოდას აყოლის და არც "ფეისბუქცნობადობის" ზრუნვის დროა. დღეს სიფრთხილე და გონიერებაა საჭირო, რომელსაც სიცოცხლის ფასი აქვს. იმაზე რთულია ვითარება, ვიდრე ეს გარედან ჩანს ან ჩვენს განცხადებებში იკითხება. სამწუხაროდ, სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია. მთავარია, ამის საჭიროება არ დადგეს და ომი მშვიდობით შევცვალოთ",- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.